სენატში საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა

31 მარტი 2017, 00:00 2027 ნახვა

''ეს არის ჩვენი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძალიან აქტიური მუშაობის შედეგი“ - ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი სენატორების მხარდამჭერ რეზოლუციას. მიხეილ ჯანელიძე ამბობს, საქართველოს აქვს ძალიან აქტიური ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კონგრესთან, წარმომადგენლობით პალატასთან და სენატთან.  ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს , მოხდა რეზოლუციის ინიცირება სენატში. სენატმა, წარმომადგენლობითმა პალატამ, ასევე სექტემბერში მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც ასევე ორპარტიული იყო“ - განმარტავს ჯანელიძე. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს ორპარტიული რეზოლუციაც მოიპოვებს მხარდაჭერას სენატის მხრიდან. მისი შეფასებით, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ აშშ მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ

ამავე კატეგორიაში