საქართველოს ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში 

19 ივნისი 2024, 19:34 572 ნახვა

თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში ჭაბუკთა და უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის წარმატებით იასპარეზეს ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებმა, რომლებმაც სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიებში 8 ოქროს, 10 ვერცხლისა და 16 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ჩემპიონატში 250-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის აჭარას 70 მებრძოლი წარმოადგენდა. ტურნირი მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ 16 წლამდელთა შორის გამრჯვებულები ევროპის ჩემპიონატის ლიცენზიას მიიღებდნენ. აჭარის ნაკრებიდან ლიცენზია ექვსმა სპორტსმენმა მოიპოვა და ისინი ოქტომბერში, პოლონეთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ტურნირზე საუკეთესო ტექნიკისთვის პრიზი ბათუმელ მებრძოლს, ბრინჯაოს მედალოსანს დათუნა ჯინჭარაძეს გადაეცა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში