რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რამდენიმე ქალაქი დაბომბეს - უკრაინული მედია

20 ივნისი 2024, 10:20 367 ნახვა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა იერიში დონეცკის ოლქზე მიიტანეს. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი, მათ შორის, ტორეცკი. დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ორი დაშავდა. დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 122 სამხედრო შეტაკება მოხდა. შეტევები ძირითადად ხარკოვის, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით განხორციელდა.

ამასთან, უკრაინის ენერგოკომპანია DTEK-ის ცნობით, რუსული ძალები წუხელ თავს დაესხნენ თბოელექტროსადგურს, რის შედეგადაც სამი ენერგეტიკოსი დაშავდა და სადგურის ტექნიკა სერიოზულად დაზიანდა.

„კიდევ ერთი რთული ღამე უკრაინის ენერგოსექტორისთვის. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს DTEK-ის ერთ-ერთ თბოელექტროსადგურს. ჩვენი სამი კოლეგა დაჭრილია. ექიმები ყველა შესაძლო დახმარებას უწევენ. ასევე სერიოზულად დაზიანდა სადგურის ტექნიკა“, - აცხადებენ კომპანიაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში