მიქაუტაძე ევრო 2024-ის პირველი ტურის სიმბოლურში შეიყვანეს

20 ივნისი 2024, 11:50 426 ნახვა

18 ივნისს დასრულდა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური. სხვადასხვა გამოცემამ  ტურნირის საწყისი 18 მატჩი   შეაჯამეს და სიმბოლური ნაკრებებიც გამოაქვეყნეს.

„ეი-ეს-პი-ენ-მა“ (ESPN) სიმბოლურ თერთმეტეულში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ცენტრალურ თავდამსხმელად შეიყვანა. მასთან ერთად სიმბოლურში მოხვდნენ: სიმონი (ესპანეთი), დრაგუშინი (რუმინეთი), კრისტენსენი (დანია), აკე (ნიდერლანდები), კიმიხი (გერმანია), კანტე (საფრანეთი), კროოსი (გერმანია), რუისი (ესპანეთი), მუსიალა (გერმანია) და გაკპო (ნიდერლანდები).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თურქეთთან პირველ შეხვედრაში 1:3 დამარცხდა. ჩვენი გუნდის ისტორიული, პირველი გოლი სწორედ გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში