გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესი დადგინდა

20 ივნისი 2024, 17:56 377 ნახვა

საპროკურორო საბჭოს მიერ დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესი დადგინდა.  პროკურატურის ინფორმაციით, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ  ყველა პირთან ინდივიდუალურ გასაუბრებას ჩაატარებს.  გასაუბრების პროცესი  ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა. გასაუბრების დასრულების შემდგომ,  საპროკურორო საბჭო,  შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა  პირს ფარული წესით უყრის კენჭს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში