ორი მოწმის ჩვენების საფუძველზე დააკავებული პირი თავისუფალია

20 ივნისი 2024, 17:58 1326 ნახვა

ახალგაზრდა ბიჭის დაჭრის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული პირი თავისუფალია. ის სამართალდამცავებმა ორი მოწმის ჩვენების საფუძველზე  სავარაუდოდო უკანონოდ დააკავეს.  შემთხვევა 17 ივნისს ოცნების ქალაქის დასახლებაში მოხდა. გამოძიების ვერსიით, სამმა პირმა ახალგაზრდა კაცს ჭრილობები ჯგუფურად მიაყენეს და მიიმალნენ. გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებულს 19 ჭრილობა აქვს მიყენებული და ის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. ახალგაზრდებს შორის სასტიკი დაპირისპირების მიზეზად წარსულში არსებული კონფლიქტი სახელდება. მძიმე დანაშაულის შეუყობინებლობის  ბრალდებით დაკავებული რეზო გეგიძე პროკურატურამ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლო სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაათავისუფლა. გეგიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება თავად პროკურორმა არ მოითხოვა და განმარტა, რომ დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვეს და ამ ეტაპისთვის ცნობილია,  რომ 17 ივნისს, როდესაც დანაშაული მოხდა, ის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.  რაც შეეხება დანაშაულში  ფიგურანტ ერთ პირს, რომელსაც გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მვლელობის მცდელობას ედავება, მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დანაშაულში მონაწილე კიდევ ორი პირის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში