ბათუმის სავაჭრო ცენტრში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

21 ივნისი 2024, 15:08 439 ნახვა

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებული ადვოკატმა მოინახულა. უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, შესაბამისად ირწმუნება, რომ დარეკა თუ არა ნამდვილად ბრალდებულმა ეს არ იცის.  გიგა სვანიძისვე ინფორმაციით, დაკავებულს  ფსიქიკური პრობლემები აქვს.   

დილით სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  დაკავებულია მოქალაქე, რომელმაც  რამდენიმე კვირის წინ  შეტყობინება გაგზავნა თითქოს  ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო.   

გაგახსენებთ,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში  სპეციალური ღონისძიებები გაატარეს, რის შედეგადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.  

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში