ევროკავშირის მინისტერიალი

22 ივნისი 2024, 11:51 352 ნახვა

ევროკავშირი 24 ივნისის მინისტერიალზე განიხილავს სანქციებს საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების მიმართ, ფინანსური დახმარების შემცირებასა და უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას „უცხოელი აგენტების“ კანონის საპასუხოდ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევროაქტივი“ ევროკავშირის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, განიხილავენ ბლოკის დიპლომატიური სამსახურის მიერ შედგენილ ვარიანტებს. „არსებობს ფართო შეთანხმება, რომ ევროკავშირმა პასუხი უნდა გასცეს.

ახლა ჩვენ, უბრალოდ, უნდა ვიპოვოთ სწორი ბალანსი“, – განაცხადა ევროკავშირის დიპლომატმა და ასევე დაამატა, რომ ჯერ უცნობია, იქნება თუ არა ზომები შემოღებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში