1:0 საქართველო-ჩეხეთის შეხვედრის პირველი ტაიმი საქართველოს უპირატესობით დასრულდა

22 ივნისი 2024, 17:50 577 ნახვა

1:0 - საქართველო-ჩეხეთის შეხვედრის პირველი ტაიმი საქართველოს უპირატესობით დასრულდა

ევროპის ჩემპიონატზე, საქართველო-ჩეხეთის მატჩში ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გახსნა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გოლი პირველი ტაიმის 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა და ტაბლოზე საქართველო - ჩეხეთს შორის ანგარიში 1:0 დაფიქსირდა.

ეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეორე გოლია. პირველი გოლი ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთს გაუტანა.

შეხვედრა ჰამბურგში მიმდინარეობს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში