პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის სრულ დახურვას განიხილავს

23 ივნისი 2024, 11:51 318 ნახვა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადით,ქვეყანა ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტების დახურვის შესაძლებლობას განიხილავს.  რადოსლავ სიკორსკის ინფორმაციით,  სიტუაცია პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე ახლა მთლიანად რუსული და ბელარუსული სამსახურების ოპერაციებით კონტროლდება.

„განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებს ბელარუსი ოფიცრები ასწავლიან, როგორ დაარტყან პოლონელ ჯარისკაცს, პოლონელ მესაზღვრეს.

მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელია. მივიღებთ გადაწყვეტილებას მათი გავლენის გაანალიზების შემდეგ, რათა შედეგები ლუკაშენკომ იგრძნოს და არა ჩვენ“, - აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ მედიასთან საუბარში. ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ბელარუსთან საზღვარზე დანით მიღებული ჭრილობის შედეგად პოლონელი მესაზღვრე გარდაიცვალა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც 50-მდე უცხოელმა პოლონელ მესაზღვრეებს ტოტები და ქვები დაუშინა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში