ისრაელის ქალაქებში მორიგი ანტისამთავრობო აქციები გაიმართა

23 ივნისი 2024, 11:53 308 ნახვა

ისრაელის ქალაქებში ყოველკვირეული დემონსტრაცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასთან“ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.

ძირითადი საპროტესტო აქციები თელავივსა და იერუსალიმში იმართება.

პარალელურად, დემონსტრაციას მართავენ „ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც, ასევე, მძევლების გასათავისუფლებლად შეთანხმების დაუყოვნებლივ გაფორმებას ითხოვენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში