ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი წარმატებით გრძელდება

23 ივნისი 2024, 15:05 317 ნახვა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ლევილის მამულში ქართული ფესტივალის მეხუთე კვირა საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით დაიწყო.

22 ივნისს ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ ცნობილ ვეტერან ხელბურთელებს, ლევან გელაშვილსა და შოთა თევზაძეს. სპორტსმენებმა საჩვენებელი თამაში გამართეს.

გაიმართა ანსამბლ "მართვეს" კონცერტი.ქართული ქორეოგრაფიის ნიმუშები წარადგინა ანსამბლ "ერისიონთან" არსებულმა ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "ლაპრებმა". საღამო ქართული პოლიფონიით დასრულდა - მაყურებლის წინაშე ანსამბლი "დიდგორი" წარდგა.

24 მაისიდან 14 ივლისამდე, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ქართველთა მამული ქართულ ფესტივალს მასპინძლობს.

ფესტივალი მეორედ იმართება და, წინა წლისგან განსხვავებით, გაზრდილია როგორც ხანგრძლივობა, ისე - მონაწილეთა რაოდენობა. წელს პირველად, ლევილის მამულში განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნა 26 მაისი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში