ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები ისრაელში

23 ივნისი 2024, 14:45 343 ნახვა

ისრაელის რამდენიმე ქალაქში ყოველკვირეული  ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გაიმართა.  ქუჩაში გამოსული  ათობით ათასი ადამიანი  ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და მძევლების გათავისუფლებას ითხოვდნენ. 

მათი განცხადებით,  ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის საკითხი  დაუყოვნებლივ  უნდა  გადაწყდეს.  იერუსალიმში პოლიციამ პოლიციამ  შეკრებილების დაშლა სცადა, რის შედეგადაც  აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით,  აქციაზე სამი დემონსტრანტი დააკავეს. 

პარალელურად   საპროტესტო  აქცია  გამართეს თელავივში ჰამასის  მიერ აყვანილი მძევლების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში