ვითარება ღაზის სექტორში

23 ივნისი 2024, 14:46 385 ნახვა

შატის ლტოლვილთა ბანაკში და ქალაქ ღაზის ტუფაჰის უბანში ისრაელის თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა.  ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, გასულ ღამეს ისრაელის არმიის თავდასხმას ქალაქ ღაზაში კიდევ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

ათეულობით ადამიანი დაშავებულია.ვრცელდება ინფორმაცია, რომ შატის ლტოლვილთა ბანაკში დაღუპულთა დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, უმეტესობა ბავშვები.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავებმა და უპილოტო აპარატებმა გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ათობით სამიზნეს დაარტყეს. 

გრძელდება ოპრაცია ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰშიც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში