ღაზის სექტორში ვითარების ესკალაციის საკითხებზე ისრაელი მოლაპარაკებებს აშშ-სთან გამართავს

23 ივნისი 2024, 18:20 327 ნახვა

ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის სამომავლო გეგმებსა და ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ვითარების ესკალაციის საკითხებზე, ისრაელი მოლაპარაკებებს შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან გამართავს. ამის შესახებ, ვაშინგტონში გამგზავრებამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

გალანტის თქმით, ლიბანის საზღვარზე დაჯგუფება "ჰეზბოლასთან", გუშინ, მომხდარმა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ, კონფლიქტის გაზრდის საფრთხე გააჩინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში