აფროსნობის ტურნირი

23 ივნისი 2024, 20:15 574 ნახვა

ბათუმში, საზეიმოდ დაიხურა აფროსნობის ღია პირველობა, რომელშიც საქართველოში მოქმედი სკოლები და კლუბები მონაწილეობენ.  აფროსნობა ბათუმში, 30 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

ტურნირის ორგანიზატორი აჭარის აფროსნობის ფედერაცია იყო. ქართველი აფროსნები, გამარჯვებისთვის ერთმანეთს, სამი დღის განმავლობაში ეჯიბრებოდნენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უახლოეს მომავალში, აჭარის აფროსნობის ფედერაცია გეგმავს შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვები და მოზარდები მიიღოს სკოლაში.

შესაბამისი ინვენტარის შეძენაზე ზრუნვა, უკვე დაწყებულია. სამომავლოდ სპორტსმენებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ პარასპორტულ ღონისძიებებში, საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე.

აჭარის აფროსნობის ფედერაცია, 2023 წელს დაფუძნდა და ვეტერან აფროსნებთან ერთად, ახალი თაობის სპორტსმენებს აერთიანებს. ფედერაციის ბაზაზე მოქმედებს აფროსნობის სკოლა, რომელშიც მოზარდები და უროსი ასაკის მსურველები, სპორტის ამ სახეობას სრულიად უფასოდ ეუფლებიან.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში