პარლამენტში "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვა იგეგმება

24 ივნისი 2024, 10:05 355 ნახვა

პარლამენტში "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი. საპარალმენტო უმრავბელსობის აზრით ცვლილებების მიზანი  ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.

ოპოზიციის ნაწილი კი განხილვებში მონაწილეობას არ გეგმავს, მიაჩნიათ, რომ ცვლილებები არაკონსტიტუციურია და მმართველი გუნდის  წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. დაუშვებელი ხდება ქორწინების ალტერნატიული კავშირის ან ოჯახის შექმნის მიზნით ისეთი კავშირის რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით აღიარება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებისთვის დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება.

საზღვარგარეთ რეგისტრირებულ და აღიარებულ ასეთ კავშირს საქართველოში იურიდიული ძალა არ ექნება. ასევე კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია.  გარკვეული აკრძალვა მაუწყებლებსაც შეეხებათ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში