ტაივანის ლიდერი პეკინის მუქარას გმობს

24 ივნისი 2024, 09:44 328 ნახვა

დემოკრატია არ არის დანაშაული,  ავტოკრატია კი ნამდვილი ბოროტებაა - განაცხადა ტაივანის პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც ჩინეთი ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე სეპარატისტებისთვის სიკვდილით დასჯის დაწესებით დაიმუქრა.  

ჩინეთი, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, არ მალავს, რომ არ მოსწონს ტაივანის ახალი ლიდერი.     

პეკინმა გააძლიერა ზეწოლა ტაივანზე ახალი სამართლებრივი რეკომენდაციების გამოცემით, რომელიც ითვალისწინებს კუნძულის  დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა დასჯას,  თუმცა ჩინეთის სასამართლოებს დემოკრატიულად მართულ კუნძულზე არ აქვთ იურისდიქცია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში