ძვირფასო მეზღვაურებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის ამ დარგის განვითარება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია - ლევან დავითაშვილი

25 ივნისი 2024, 11:36 328 ნახვა

ძვირფასო მეზღვაურებო, გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს. საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის ამ დარგის განვითარება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ამ პროცესში უდიდესია ქართველი მეზღვაურების როლი და დამსახურება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა,  ლევან დავითაშვილმა მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვაღიარებთ და ვაფასებთ იმ უნიკალურ საქმეს, რასაც თქვენ სხვა ქვეყნის კოლეგებთან ერთად საერთაშორისო მასშტაბით აკეთებთ. დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის ღირსეული წევრია, ჩვენი საზღვაო სექტორი კი დიდი სატრანსპორტო, სატრანზიტო, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის მნიშვნელოვანი და უფრო მეტიც, საკვანძო ნაწილია.

ჩვენი პოლიტიკაც სწორედ ამისკენაა მიმართული, რომ მაქსიმალურად სწრაფად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვავითაროთ საზღვაო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში