პარლამენტში სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს

25 ივნისი 2024, 14:38 346 ნახვა

პარლამენტში სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს - ომბუდსმენის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზეა საუბარი.

ანგარიშში ასევე საუბარია, 2023 წლის საპროტესტო აქციებზე. 

იოსელიანის თქმით, 2023 წელსაც იყო შეკრების დაშლის მიზნით გამოყენებული არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებების გატარების შემთხვევები.

„2023 წელს არანაკლებ აქტუალური იყო კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. 2023 წელი სხვადასხვა მასშტაბის შინაარსის და ფორმის მრავალი შეკრებით გამოირჩეოდა. ამ წელსაც იყო შეკრების დაშლის მიზნით გამოყენებული არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებების გატარების შემთხვევები. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა. უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, 2024 წელს 2023 წლისგან განსხვავებით, ჩემს მიერ მონახულებულ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს იმას, რომ 2024 წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა"- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა.

ამასთან, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში