მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

25 ივნისი 2024, 14:13 795 ნახვა

მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება  ბათუმის ქუჩებში საზეიმო მსვლელობით დაიწყო. საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა ორკესტრის თანხლებით ქალაქის რამდენიმე ქუჩა გაიარეს და ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.

საზეიმო მსვლელობაში ათობით მომავალი მეზღვაური მონაწილეობდა, უკვე მოქმედი მეზღვაურების რიცხვი კი   18 ათასს აჭარბებს. მეზღვაურის პროფესია შავიზღვისპირა ქვეყნისთვის ყოველთვის პოპულარული იყო, თუმცა ბოლო წლებში დასაქმებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა. 

ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ქართული სერთიფიკატების საერთაშორისოდ აღიარებამ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში