ლაშა გობაძე პარიზის ოლიმპიადაზე იჭიდავებს

26 ივნისი 2024, 12:10 371 ნახვა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი, მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა გობაძე, რომელიც 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.

გობაძე ოლიმპიადაზე ბელორუს კირილ მასკევიჩს ჩაანაცვალებს, რომელიც დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ჯერ-ჯერობით უცნობია დისკვალიფიკაციის კონკრეტული მიზეზი, თუმცა საუბარია დოპინგ ტესტის ჩაგდებაზე. განიხილება ის ფაქტიც, რომ ბელორუს სპორტსმენებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მხარდაჭერაში ამხელენ, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა ეკრძალებათ და მასკევიჩის დისკვალიფიკაციის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ეს სახელდება.

რაც შეეხება გობაძეს, ის ბაქოში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე მსაჯთა არაობიეტური გადაწყვეტილებებით დამარცხდა, მაგრამ პარიზში მაინც იასპარეზებს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, მაგრამ ოფიციალურმა პირებმა და ოჯახის წევრებმა პირად საუბრებში დაგვიდასტურეს, რომ ლაშა პარიზში იჭიდავებს.

ოფიციალური განცხადება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან ოფიციალური წერილისა და დასტურის შემდეგ გაკეთდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში