საბერძნეთში ტყის ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი იახტის ეკიპაჟის წევრები დააკევეს

26 ივნისი 2024, 11:51 320 ნახვა

საბერძნეთში კუნძულ ჰიდრაზე ტყის ხანძრის გაჩენის ბრალდებით  იახტის ეკიპაჟის წევრები დააკავეს.

13 ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს ცეცხლის წაკიდებაში მას შემდეგ, რაც იახტიდან გაშვებულმა ფეიერვერკებმა, სავარაუდოდ, ჰიდრას ტყეში  ხანძარი გამოიწვია. ხანძარი პარასკევს გვიან გაჩნდა და დაიწვა კუნძულის ფიჭვნარის ნაწილი.

დაკავებულები  უარყოფენ რაიმე სახის დანაშაულს. ჰიდრა, ათენის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პოპულარული ტურისტული კუნძულია, რომლის პლაჟების მოსანახულებლად ტურისტები იახტებს ქირაობენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში