საფეხბურთო მატჩის ნახვა ბათუმში სტადიონთან და ანბანის კოშკის მიმდებარედაა შესაძლებელი

26 ივნისი 2024, 12:05 592 ნახვა

საქართველოს ეროვნული  საფეხბურთო ნაკრები ევრო  2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. „ჯვაროსნებმა“ ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე  სრული შემადგენლობით ივარჯიშეს.

საწვრთნელ პროცესში ჩაერთო  ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა დღეს, გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.   

ფავორიტ პორტუგალიასთან გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები, ტურნირის შემდეგ ეტაპზე  თამაშის  შანსს მოიპოვებს.  

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში