ბათუმში, ფეხბურთის მატჩის ღია ჩვენების გამო, ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ - მერია

26 ივნისი 2024, 14:04 477 ნახვა

ბათუმში, საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრე პირებს მუნიციპალური ავტობუსები გახანგრძლივებული დროით მოემსახურება - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშის ყურება ბათუმის სტადიონთან და ანბანის კოშკთან იქნება შესაძლებელი.

მატჩის შემდეგ, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსები შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: #1, #1ა, #2, #3, #4, #7, #8, #9, #10, #11, #12, #13, #16 27 ივნისის 02:00 საათამდე იმოძრავებს.

საქართველო-პორტუგალიის შეხვედრა ევროპის ჩემპიონატზე დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში