პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრი აირჩია

27 ივნისი 2024, 13:40 345 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სამი წევრი აირჩია.

დეპუტატებმა იზაბელა ოსიპოვას, სოსო სტურუასა და გიორგი იაკობაშვილის კანდიდატურები დაამტკიცეს.

იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურა სახალხო დამცველის კვოტით იყო წარდგენილი, სოსო სტურუა აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით, ხოლო გიორგი იაკობაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი 20 მაისს გამოცხადდა. საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ სულ 11 კანდიდატი შეარჩია, რის შემდეგაც, კვოტების შესაბამისად, აღნიშნული სიიდან კანდიდატები შეარჩიეს და პარლამენტს წარუდგინეს სახალხო დამცველმა, აჭარის უმაღლესმა საბჭომ და საპარლამენტო უმრავლესობამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში