პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

27 ივნისი 2024, 13:47 285 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ 30 მაისს მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი თავდაპირველ ვერსიით მიიღო.

პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 30 მაისს 80 ხმით მიიღო, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი ვეტო 13 ივნისს დაადო. 

მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, „საარჩევნო კოდექსს“ ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, თუ ცესკო-ს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკო-ს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკო-ს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ცესკო-ს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში, ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკო-ს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში