ყოფილი მსჯავრდებულის საკონსტიტუციო სარჩელი

27 ივნისი 2024, 13:55 758 ნახვა

საკონტიტუციო სასამართლოში ყოფილი მსჯავრდებულის სარჩელის განხილვა გრძელდება. გასაჩივრებულია კანონის ის ნორმა, რომელიც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვის წესებს არეგულირებს.

მოსარჩელის განმარტებით, არსებული ნორმას ორმაგი გაგება აქვს და ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. ყოფილი მსჯავრდებულის გიგა ჭელიძის  განმარტებით, 2018 წელს საბრძოლო მასალის, კონკრეტულად  ვაზნების  ფლობის მუხლით გასამართლდა და მსჯავრის მოხდის შემდეგ ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მსგავსი ვაზნები ხელმისაწვდომია მონადირეებისთვისაც და გამოიყენება სანადიროდ.

სარჩელის ავტორი გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს და აცხადებს, რომ ამ მიდგომით  პროკურატურას შესაძლებლობა აქვს ბრალდება მონადირეებსაც წარუდგინოს

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში