უკრაინამ ევროკავშირისგან 1.9 მილიარდი ევრო მიიღო

27 ივნისი 2024, 17:01 306 ნახვა

უკრაინამ ევროკავშირისგან, Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში, 1.9 მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური მხარდაჭერის ტრანში მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი იუწყება.

„მინდა მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და მის მთელ გუნდს ასეთი ურყევი მხარდაჭერისთვის“, - წერს შმიგალი სოციალურ ქსელში.

ევროკომისიამ უკრაინას Ukraine Facility -ის ფარგლებში დახმარების პირველი ტრანში, 4.5 მილიარდი ევროს ოდენობით, 20 მარტს გადასცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში