ლაშა გობაძე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს

27 ივნისი 2024, 18:30 467 ნახვა

ლაშა გობაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იჭიდავებს.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების გადაწყვეტილებით, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოლიმპიადას ჩამოშორებული ბელარუსი სპორტსმენის - მასკევიჩის ადგილს ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი დაიკავებს.

პარიზი 2024-ზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამი სპორტსმენით გამოვა.

გობაძის გარდა, ოლიმპიურ კონკურენციაში ჩაებმებიან რამაზ ზოიძე (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ).

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში