ჯაბა კანკავამ „სლოვანი“ დატოვა

28 ივნისი 2024, 10:01 383 ნახვა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, 38 წლის ჯაბა კანკავამ, ბრატისლავის "სლოვანი" დატოვა, - ეს ამბავი სლოვაკურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან კანკავა სეზონის დაწყებისთვის გუნდში ჩვეულებრივად ემზადებოდა.

ამ დროისთვის, ვლადიმირ ვაისის გუნდში ერთადერთი ქართველი რჩება - გურამ კაშია, რომელმაც „სლოვანთან“ კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.

ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს კანკავა კარიერას. ის "სლოვანში" 2021 წელს გადავიდა და 127 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ის 3-ჯერ გახდა სლოვაკეთის ჩემპიონი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში