ESPN-მა სიმბოლურ გუნდში ორი ქართველი და ვილი სანიოლი შეიყვანა

28 ივნისი 2024, 14:34 642 ნახვა

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ESPN-მა სიმბოლური გუნდი დაასახელა. ჯგუფური ეტაპის საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ორი ქართველია. პრესტიჟულმა სპორტულმა მედიამ საუკეთესო მწვრთნელად კი ვილი სანიოლი დაასახელა.

ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები ESPN-ის ვერსიით:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო)

მცველები: მერთ მიულდიური (თურქეთი), უილიამ სალიბა (საფრანგეთი), მანუელ აკანჯი (შვეიცარია), მარკ კუკურელია (ესპანეთი).

ნახევარმცველები: ტონი კროოსი (გერმანია), ნ'გოლო კანტე (საფრანგეთი), ივან შრანცი (სლოვაკეთი), ჯამალ მუსიალა (გერმანია), ნიკო ვილიამსი (ესპანეთი).

თავდამსხმელი: გიორგი მიქაუტაძე (საქართველო).

მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საქართველო).

სხვა ვინ? მან შექმნა ევრო 2024-ის ისტორიაში საუკეთესო ამბავი. მან აუტსაიდერი საქართველო პირველად გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე და ახლა ეს გუნდი პლეი ოფშია. დიახ, მას ჰყავს კარგი გუნდი, სუპერვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, ვარსკვლავები გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე, მაგრამ მან ასევე შექმნა საოცრად შერწყმული ორგანიზმი მებრძოლი სულით და შესანიშნავი ორგანიზებით.- წერს ESPN ვილი სანიოლზე.

ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველომ ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში გასვლა მოახერხა, სადაც 30 ივნისს ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ ესპანეთს ქალაქ კიოლნში შეხვდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში