რუსი ძიუდოისტები ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას არ მიიღებენ

29 ივნისი 2024, 11:22 449 ნახვა

რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე აღარ გამოვა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პარიზი 2024-ზე ძიუდოს ტურნირში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 4 სპორტსმენს მიანიჭა, რამაც რუსეთის ძიუდოს ფედერაცია გააღიზიანა და გადაწყვიტა, ოლიმპიურ თამაშებზე არცერთი მონაწილე არ გაუშვას.

17 რუსი სპორტსმენიდან მხოლოდ 4-ს, ვალერი იენდოვიცკის, მახამდბეკ მახამადბეკოვს, ელის სტარცევას და დალი ლილუაშვილს მიეცა ასპარეზობის უფლება.

საბოლოო ჯამში მიიღეს გადაწყვეტილება პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირში საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა.

პარიზის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, ძიუდოს ტურნირი კი 27 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძუდოისტთა ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე 10 სპორტსმენით წარსდგება. ასევე პირველად ისტორიაში, ქართველი ძიუდოისტები გუნდურ ასპარეზობაზეც გამოვლენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში