კონკურსის გამარჯვებული დიასპორელი ბავშვი

29 ივნისი 2024, 12:15 372 ნახვა

დიასპორის ფორუმი - „ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში“ გრძელდება. დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა, სადაც დედაენის დღის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული ბავშვები  დაასახელეს.  

კონკურსი სამ კომპონენტს მოიცავდა: ესე, კალიგრაფიულად შესრულებული ნამუშევარი და ნახატი. გამოვლინდა 13 საუკეთესო ნამუშევარი.

პარალელურად გაიმართა მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენაც. ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობას და ქვეყნის განვითარებაში დიასპორის წარმომადგენელთა როლის გაზრდას.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში