„ჯარის ბანაკი“

29 ივნისი 2024, 12:20 391 ნახვა

პროექტი „ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ წელს მეორედ ტარდება. საზაფხულო ბანაკი სხვადსხვა აქტივობას მოიცავს, მათ შორის  ეროვნული გმირების სახელობის ოცეულებად გადანაწილებულ ბავშვებს პნევმატური იარაღიდან მიზანში სროლასა და წინაღობათა ზოლის გადალახვაში მოუწიათ ასპარეზობა. 

გაიმართა შეხვედრა სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედროებთან.  ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო სნაიპერისა და სახმელეთო სპეცდანიშნულების აღჭურვილობის გაცნობა და მათი მორგება აღმოჩნდა. „ჯარის ბანაკი“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას. 

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, წელს პროექტი გაფართოვდა და ბანაკი ერთდროულად სამ ლოკაციაზე _ ახალქალაქში, საჩხერესა და კოჯორში მიმდინარეობს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში