მკლავჭიდელთა ახალი ფედერაცია დაფუძნდა

29 ივნისი 2024, 17:17 417 ნახვა

ოლიმპიურ სასახლეში მკლავჭიდელთა ახალდაფუძნებული კავშირის ყრილობა გაიმართა. ინფორმაციას კულუტისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, კავშირის პრეზიდენტად ოთხი წლის ვადით, ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ავთანდილ ახვლედიანი აირჩიეს.

"საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის საპატიო პრეზიდენტად, ცნობილი ქართველი მკლავჭიდელი, ზაურ ცხადაძე დასახელდა. ყრილობას ესწრებოდნენ მოწვეული საპატიო სტუმრები: საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრი, გიორგი შერმადინი, ვეტერანი მორაგბე, გიორგი ნემსაძე, ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების სპორტსმენები, გიორგი ეგნატაშვილი და ლიანა ჯოჯუა.

სპორტის სამინისტროს მიერ, დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით, გამართულ ყრილობაზე აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტები - ნიკა ახალბედაშვილი, რევაზ ლუტიძე და გამგეობის წევრები: ლევან საგინაშვილი, ირაკლი გამთენაძე, გურამ ფაშურიშვილი და გიორგი გოდაბრელიძე. ყრილობაზე, ასევე, დამტკიცდა კავშირის წესდებაც, რომელიც სრულ შესაბამისობაშია სპორტის სამინისტროს მიერ, დამტკიცებულ საბაზისო ნორმებთან.

ყრილობას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, იოსებ ბაღათურია ესწრებოდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში