15 მილიონი დოლარის ინვესტიცია ბათუმში

29 ივნისი 2024, 18:00 3113 ნახვა

15 მლნ დოლარის ინვესტიცია ბათუმში. ზღვისპირა ქალაქში  კიდევ ერთი საერთაშორისო სასტუმროების ბრენდის, ibis Styles ობიექტი გაიხსნა. სტუმარმასპინძლობის სექტორში აღნიშნული ბრენდი არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სასტუმროს კონცეფცია სრულად სპორტულია.

როგორც ინტერიერი ასევე სერვისები. ის ამ მიმართულებით პირველია საქართველოში. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას რეგიონის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

მათ ყურადღება გაამახვილეს რეგიონში ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და მაღალი კლასის სასტუმროების როლზე. კონკრეტული სასტუმრო 121 ნომრისგან შედგება, გარდა ამისა მოიცავს საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს.

მშენებლობაზე 250-მდე ადამიანი იყო  დასაქმებული, ამჟამად სასტუმროს 80 - მდე თანამშრომელი ჰყავს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში