მიზანი მხოლოდ ომის დასრულება არ არის, არამედ ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც ახალი ომი შეუძლებელი იქნება - დმიტრო კულება

29 ივნისი 2024, 20:42 425 ნახვა

მიზანი მხოლოდ ომის დასრულება არ არის, არამედ ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც ახალი ომი შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„მიზანი მხოლოდ ომის დასრულება არ არის, არამედ ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი იქნება, ხოლო ახალი ომი შეუძლებელი. გამარჯვება ეს იქნება“, - განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა ადვილი არ არის, მაგრამ, მას ალტერნატივა არ აქვს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში