ესტონეთის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე კაია კალასს კრისტენ მიჰაუ შეცვლის

30 ივნისი 2024, 10:32 340 ნახვა

ესტონეთის პრემიერმინისტრის პოსტზე, კაია კალასს კრისტენ მიჰაუ შეცვლის. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კრისტენ მიჰაუს კანდიდატურა პრემიერმინისტრის პოსტზე, ესტონეთის მმართველმა, რეფორმების პარტიამ აირჩია. აქამდე კრისტენ მიჰაუს ესტონეთის მთავრობაში კლიმატის მინისტრის პოსტი ეკავა.

როგორც ცნობილია, კაია კალასი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციას დაიკავებს.

კალასი ესტონეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი 2021 წელს გახდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში