ესპანეთში მოსახლეობა გადაჭარბებულ ტურიზმს აპროტესტებს

30 ივნისი 2024, 17:23 433 ნახვა

ესპანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქების, მალაგასა და კადისის მოსახლეობა გადაჭარბებულ ტურიზმს აპროტესტებს. მათი წუხილის მთავარი მიზეზი, ტურისტების დიდი რაოდენობის გამო, საცხოვრებელ სახლებზე გაზრდილი ფასებია.

მოსახლეობის თქმით, ამ კუთხით, მათ ქალაქში ცხოვრება არასტაბილურია და ტურისტული მოდელის შეცვლას ითხოვენ.

ადგილობრივები ხელისუფლებისგან „ტურისტული ძალადობით“ შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად ზომების მიღებას ითხოვენ.

მალაგაში, ოფიციალურად,12 ათასზე მეტი ერთეული უძრავი ქონებაა დარეგისტრირებული, რომლის გაქირავებაც შესაძლებელია ტურისტებზე – ამაზე დიდი მაჩვენებელი, მხოლოდ, მადრიდსა და ბარსელონაშია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ძალიან ბევრი ბინა ტურისტებზე არალეგალურადაა გაქირავებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში