საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ცნობილია

01 ივლისი 2024, 12:46 661 ნახვა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ცნობილია. 

რატი ანდრონიკაშვილი (#4), სანდრო მამუკელაშვილი (#5), კახა ჯინჭარაძე (#6), დუდა სანაძე (#10), გიორგი კორსანტია (#12), ალექსანდრე ფევაძე (#15), თორნიკე შენგელია (#23), ლუკა მაზიაშვილი (#27), ჯო ტომასონი (#32), გოგა ბითაძე (#35), გიორგი ოჩხიკიძე (#77), ილია ლონდარიძე (#99).

შემადგენლობში ორი ბათუმელი კალათბურთელია: ალექსანდრე ფევაძე და გიორგი ოჩხიკიძე.

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 2-7 ივლისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში დაგეგმილი. 

ოლიმპიადის დარჩენილი 4 საგზურისთვის 24 ნაკრები იბრძოლებს, რომელთა შორის საქართველოც იმყოფება. წილისყრის შედეგად, ქართველი კალათბურთელები რიგაში A ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად მასპინძელი ლატვია და ფილიპინები ეყოლებათ.

ლატვიაშივე B ჯგუფი ბრაზილიამ, კამერუნმა და მონტენეგრომ დააკომპლექტეს.

ამ ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები ჯვარედინი პრინციპით ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, ჩემპიონი კი ოლიმპიადის საგზურს მიიღებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში