საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში

01 ივლისი 2024, 15:08 430 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული დებიუტი ევრო 2024-ზე მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. საქართველოს წარმატებულ გამოსვლაზე წერენ მსოფლიოს წამყვანი გამოცემები. გერმანიას ტოვებს საქართველო, რომელმაც ზღაპრული თამაშითა და პლეი ოფში გასვლით მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა, – ამის შესახებ ნათქვამია „ბიბისის“ სტატიაში, რაშიც ასევე აღნიშნულია, რომ ქართველი ფეხბურთელები კონტრშეტევებზე უშიშრად მიდიოდნენ და ყველგან რისკავდნენ.

„ბიბისი“ წერს, რომ ესპანეთს ამ მატჩისთვის მოსამზადებლად ორი დამატებითი დღე ჰქონდა და ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშშიც ათი ცვლილება განახორციელა. ‘’საქართველომ ევრო 2024-ზე შოუ დადგა’’ – ამის შესახებ კი „ფოქს სოკერი“ წერს.

„მოუთმენლად ველოდებით მათ მომავალშიც. მადლობა, საქართველო“, – აღნიშნულია „ფოქს სოკერის“ გვერდზე.

მსოფლიოს გავლენიან გამოცემებთან ერთად, საქართველოს ნაკრებზე საუბარი არ წყდება სხვადასხვა სოციალურ პლათფორმაზე. კომენტარებში ვკითხულობთ, რომ უცხოელი გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების ხილვას უკვე მომდევნო დიდ ტურნირებზე ელიან.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში