სეულში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაღუპულია 9 ადამიანი

02 ივლისი 2024, 08:48 370 ნახვა

სეულში ავტოკატასტროფის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს. სამხრეთ კორეის დედაქალაქის მერიასთან ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.

პოლიციამ შემთხვევის ადგილზე 70 წლამდე მამაკაცი დააკავა.

სამართალდამცველები ტერაქტს გამორიცხავენ და შემთხვევას უბედურ შემთხვევად განიხილავენ. დაკავებული მძღოლის განცხადებით, მან საჭე ვერ დაიმორჩილა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში