რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

02 ივლისი 2024, 14:09 422 ნახვა

რუსეთმა უკრაინის პოლტავას რეგიონში მიროროდის აეროდრომზე ისკანდერ-მ ტიპის  რაკეტებით  ხუთი უკრაინული სუ-27 საბრძოლო თვითმფრინავი გაანადგურა და  კიდევ ორი ​​დააზიანა - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

უკრაინა აღიარებს, რომ  აეროდრომზე დარტყმა განხორციელდა,  თუმცა  რუსეთს მიყენებული ზარალის გაზვიადებაში ადანაშაულებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა თავდასხმის კადრები, აეროდრომზე თავდასხმის თარიღის დაკონკრეტების გარეშე. 

უკრაინის აეროდრომები რუსეთის სამიზნე  ზუსტად მაშინ ხდება, როცა კიევი  აშშ-ს მიერ წარმოებული პირველი ეფ-16-ების მისაღებად ემზადება, რომლების განადგურების პირობას სდებს მოსკოვი. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში