საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნა

02 ივლისი 2024, 14:19 515 ნახვა
00:00
00:00

სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი  ხელისუფლებას  დახმარებას  სთხოვს. ომარ როდონაიას განცხადებით, იგი ბათუმში არის რეგისტრირებული და  10 წელზე  მეტია ზედა სამებაში ცხოვრობს და როგორც ამბობს,  ქირის ხარჯებს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ფარავს. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ბათუმის მერიას საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართავს.

მერიაში  ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში