გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ საგამოცდო სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან 93%-ზე მეტი გამოცხადდა, ერთმა აბიტურიენტმა კი დააგვიანა 

03 ივლისი 2024, 10:22 412 ნახვა

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-ზე მეტი.

მათივე ცნობით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არის ერთი დაგვიანების შემთხვევა. ამიტომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას - ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში