ელისეის სასახლეში მაკრონსა და ორბანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

03 ივლისი 2024, 14:14 335 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეის სასახლეში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიღო. საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას უნგრეთს 1-ელ ივლისს გადაუბოძებს. ბუდაპეშტი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვის განმავლობაში  2024 წლის 31 დეკემბრამდე იქნება.

მაკრონისა და ორბანის შეხვედრა 27-28 ივნისს დაგეგმილი ბრიუსელის სამიტის წინ იმართება, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები  2024-2029 წლების სტრატეგიულ დღის წესრიგს, უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

ორბანთან შეხვედრაზე მაკრონმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის და ევროპის თავდაცვის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის მნიშვნელობას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში