დანაშაულის პრევენციის კურსი მასწავლებლებისათვის

03 ივლისი 2024, 14:16 338 ნახვა

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პედაგოგები და სკოლის პერსონალი სპეციალური კურსის ფარგლებში გადამზადდებიან.  ინიციატივა მათ მისცემს საშუალებას განავითარონ შესაბამისი უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ დროულად შეძლონ არასრულწლოვანთა შორის კანონსაწინააღმდეგო ან რთული ქცევის იდენტიფიცირება მათზე შემდგომი რეაგირებისათვის.

გადამზადებას საჯარო და კერძო სკოლების ყველა მასწავლებელი და შესაბამისი პერსონალი გაივლის, რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება მათი როლი დანაშაულის ადრეული პრევენციის პროცესში და გაძლიერდება სააგენტოსთან კოორდინაციით არასრულწლოვნების შესაბამის შემთხვევებზე რეაგირება.

დანაშაულის პრევენციის კურსის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში