ბაიდენმა თეთრ სახლში 24 შტატის დემოკრატი გუბერნატორები მიიღო

04 ივლისი 2024, 09:53 383 ნახვა

ნიუ-იორკის, მინესოტასა და მერილენდის დემოკრატმა გუბერნატორებმა მხარი დაუჭირეს   ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას გააგრძელოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლა. ვაშინგტონში პრეზიდენტს  24   შტატის დემოკრატი გუბერნატორი და მერი შეხვდნენ.

ნაწილმა შეხვედრაში მონაწილეობა ვიდეოკავშირით მიიღო. რესპუბლიკელ კონკურენტ დონალდ ტრამპთან ბაიდენის სუსტ დებატებს ამომრჩევლების მხრიდან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

ბოლო დღეებში დემოკრატებს შორის გახშირდა საუბარი იმის შესახებ, რომ  81 წლის ბაიდენმა უნდა დატოვოს საარჩევნო რბოლა.

ბაიდენის საარჩევნო შტაბმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მტკიცეა  თავის გადაწყვეტილებაში, რომ „ნოემბერში საარჩევნო ყუთთან დაამარცხოს დონალდ ტრამპის ეგზისტენციალური საფრთხე“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში