პალესტინის მხარდამჭერი ბანერები ავსტრალიის პარლამენტის შენობაზე 

04 ივლისი 2024, 09:53 369 ნახვა

ოთხი პროპალესტინელი მომიტინგე დააკავა პოლიციამ კანბერაში.   ისინი  ავსტრალიის პარლამენტის  სახურავზე ავიდნენ და ერთი საათის განმავლობაში   პროპალესტინურ და ანტიებრაულ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

ერთერთმა მომიტინგემ მეგაფონის გამოყენებით ისრაელის მთავრობა პალესტინელი ხალხის გენოციდსა და  ომის დანაშაულებში დაადანაშაულა.

პოლიციამ პარლამენტის შენობის მთავარი შესასვლელი ალყაში მოაქცია, თუმცა მომიტინგეთა დაშლის მცდელობა არ ყოფილა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში